|
2025-01-10 16:12:51, 473 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე თემურ ჭყონიაზე - თავის სანქციებს მიხედოს, რომელიც შეიძლება თავისივე სათავო ოფისიდან დაუწესონ იმის გამო, რომ პოლიტიკაში ზედმეტად ერევა
თემურ ჭყონიას ერთ მეგობრულ რჩევას მივცემდი - თავს ზედმეტად ნუ დაიიმედებს და პოლიტიკაში ზედმეტად ნუ ჩაერევა, თავის სანქციებს მიხედოს, რომელიც შეიძლება თავისივე სათავო ოფისიდან დაუწესონ იმის გამო, რომ პოლიტიკაში ზედმეტად ერევა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას თემურ ჭყონიას განცხადებაზე. მდინარაძის თქმით, როდესაც ქვეყანას ფიზიკური გადარჩენის საფრთხე აქვს, საქართველოს მოქალაქე კი სხვის ინტერესებს ატარებს, „ეს არის უკანასკნელი ფსკერი, რომლის იქით საკუთარი სამშობლოს წინაშე მავნებლობა აღარ არსებობს“. „არ ვიცი მე მისი [თემურ ჭყონიას] ლიცენზიის პირობები, მაგრამ ლიცენზიის პირობებში ჩახედოს კარგად. ბევრი მსგავსი კომპანია გამიგია, რომელიც თავის ფილიალებს ასანქცირებს იმის გამო, რომ პოლიტიკაში ერევიან. აქედან გამომდინარე, სულ ყველამ თავს მიხედოს, ვინც დაიმედებულია ქართველი ხალხის არჩევანის დასანქცირებით. ყველა დაფიქრდეს, როგორ ვითარდება მსოფლიოში მოვლენები გეოპოლიტიკური მიმართულებით. მსოფლიოში რა ხდება და ესენი აქ დარბიან - ბებიას Бабушка ვერ ერქმევა, მაიმუნს - Обезьяна, ძაღლს - Собака და რაღაც სისულელეებს ლაპარაკობენ. ჭადრაკის დაფის და „მაიდნის“ მოდელებს გადმოიტანენ ხოლმე. მსოფლიოში ცოტა სხვანაირად ვითარდება მოვლენები და ცოტა სხვა მასშტაბურ, გლობალურ გადალაგებებთან და ტურბულენტობასთან გვაქვს საქმე. ამ გლობალურ ტურბულენტობაში და იმ გლობალურ პროცესებში, რომელიც ადრე წლები ვითარდებოდა, ახლა დღეებშიც იცვლება ხოლმე. ვხედავთ, როგორ დაჩქარდა პროცესები. კიდევ კარგი, უმრავლესობა ითავისებს ამას და იქნებ გავითავისოთ, რომ ამ დიდი საკითხების გადაჭრის დროს საქართველომ, რაც მთავარია, თავისი თავი შეინარჩუნოს და გადაირჩინოს. ამაზე ვართ ორიენტირებული და შენ, ეთნიკური ქართველი აქ რომ მებრძვი, იქნება ცოტა დაფიქრდე და ცოტა ხანი გვერდზე გაიწიო, რომ ფიზიკურად გადარჩე. როცა იცი, ქვეყანას ფიზიკური გადარჩენის საფრთხე აქვს და მაინც ვიღაცის ინტერესებს ატარებ და მერე ცდილობ სხვას მოღალატე დაარქვა, ეს ღალატი კი აღარ არის, ეს არის უკანასკნელი ფსკერი, რომლის იქით საკუთარი სამშობლოს წინაშე მავნებლობა აღარ არსებობს, ეს ყველამ უნდა გავითავისოთ - იქნება ეს ახალგაზრდა, ხანში შესული თუ შუახნის ადამიანი - ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ახლა არის დრო, როცა ამ გლობალური დიდი ძვრების პროცესში ამ პატარა, მაგრამ საბედნიეროდ, ამაყმა ქვეყანამ, ბრძენი ხალხით საკუთარი თავი უნდა გადაირჩინოს და გავიდეს სამშვიდობოს და ფონს საღ სალამათი, ფიზიკურად ცოცხალი და ელემენტარული ეკონომიკით“,- განაცხადა მდინარაძემ.
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)