15:10 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-10 09:59:45, 422 ნახვა

პოლიტიკა
ლორა თორნტონი - რუსეთის გარდა საქართველოს არჩევნებში „ოცნების“ სასარგებლოდ ირანი და აზერბაიჯანი ერეოდნენ

„მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი და საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, ლორა თორნტონი აცხადებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რუსეთის გარდა, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ირანი და აზერბაიჯანიც ერეოდნენ.

„ჩვენ ვიცოდით თეირანში კობახიძის ვიზიტის შესახებ... ირანის გავლენა [საქართველოს ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ] რეგიონში გარკვეული პერიოდია, არსებობს. მე ვიცოდი ამის შესახებ - ვიცოდი, რომ ისინი [ირანის ხელისუფლება] მხარს უჭერდნენ ისლამურ კვლევით ცენტრებს, მეჩეთებს და ბიზნესმენებს, რომლებიც ირანში სწავლობდნენ. რაც არ ვიცოდი და რაც გავიგე დეკემბერში ჩემი იქ ყოფნისას, არის ის, რომ ასევე იყო [ირანისგან] აქტიური ჩართულობა „ქართული ოცნების“ კამპანიის დასახმარებლად. ისინი ფულს დებდნენ იმაში, რომ დამთხვეოდნენ „ქართული ოცნების“ კამპანიის გზავნილებს. მართალია, კანდიდატების გვერდით არ მდგარან ირანელები, ისინი აძლიერებდნენ იმავე ნარატივებსა და გზავნილებს, რასაც „ქართული ოცნება“, და ახდენდნენ ზეწოლას ადგილობრივ საზოგადოებაზე, რათა მხარი „ქართული ოცნებისთვის“ დაეჭირათ“, - განაცხადა ლორა თორნტონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics