01:15 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-09 14:31:58, 411 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - არქტიკა რუსეთის სტრატეგიული ინტერესების ზონაა, მოსკოვი დაინტერესებულია იქ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებით

არქტიკა რუსეთის სტრატეგიული ინტერესების ზონაა, მოსკოვი დაინტერესებულია იქ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებით, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გრენლანდიასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

„თქვენ იცით, რომ არქტიკული ზონა არის ჩვენი ეროვნული ინტერესების, სტრატეგიული ინტერესების ზონა. ჩვენ არქტიკულ ზონაში ვართ წარმოდგენილი და მომავალშიც ვიქნებით. დაინტერესებული ვართ არქტიკულ ზონაში მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნებით, მზად ვართ მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან ურთიერთობისთვის ამ მშვიდობის, სტაბილურობისთვის ყველგან და არქტიკულ ზონაშიც“, – განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მარ-ა-ლაგოში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics