00:46 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-03 16:57:11, 573 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს გამგეობის მხარდაჭერით, N203-ე საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი შოუ-კონცერტი გაიმართა

საბურთალოს რაიონის გამგეობის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, თბილისის N20-ე საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი შოუ-კონცერტი გაიმართა.

მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და გამგებლის მოადგილე გაიოზ ვასაძე ესწრებოდნენ.

ღონისძიება საბურთალოს რაიონის გამგეობის გრძელვადიანი პროექტით, „შეცვალე დამოკიდებულება“ ფარგლებში, დაიგეგმა და განხორციელდა. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა, ქორეოგრაფიული და ვოკალური ბავშვთა სკოლა-სტუდიების წარმომადგენლებმა,  ანიმატორების შოუ წარმოადგინეს არტ-კოალიცია „თანამედროვე თეატრის“ მსახიობებმა. ღონისძიების ფარგლებში,  გაიმართა ღია გაკვეთილი, რომელსაც ორი დიზაინერი ხელმძღვანელობდა.

სკოლის აღსაზრდელებს საბურთალოს რაიონის გამგეობამ სადღესასწაულო საჩუქრები გადასცა, ბავშვებმა კი დარბაზში მყოფი დედები ყვავილების თაიგულებით დაასაჩუქრეს.

ამასთან, სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ფოიეში გაიმართა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა ნამუშევრების - ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.

თბილისის N203-ე საჯარო სკოლაში ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვები სწავლობენ. ღონისძიება საბურთალოს რაიონის გამგეობის სამთვიანი პროექტის „შეცვალე დამოკიდებულება“ ფარგლებში განხორციელდა. პროექტი შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციას ისახავს მიზნად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics