|
2025-01-06 23:44:18, 586 ნახვა
პოლიტიკა
რუსთაველზე შობას ხვდებიან სადაც სალომე ზურაბიშვილიც მივიდა
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას თბილისის სხვადასხვა ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან ალილოს მსვლელობის მონაწილეები შემოუერთდნენ. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველზე მივიდა. მასთან ერთად იმყოფება მისი ქალიშვილი ქეთევან გურჯესტანი. „აქ დღეს ვდგავართ ერთად. შობა ღამეს ერთად ვდგავართ და მგონი, ესაა მთავარი განცდა, რაც გვაერთიანებს. ერთიანობა არის ის, რამაც საქართველო გადაარჩინა საუკუნეების მანძილზე. ეს თუ შევძელით, ასეთი გაერთიანება, არამხოლოდ დღესასწაულებზე, ყოველ დღე ამ 40 დღის მანძილზე და კიდევ რამდენიც საჭირო იქნება,ესაა გამარჯვება და ის, რამაც საქართველო მოიყვანა დღემდე“ — თქვა სალომე ზურაბიშვილმა, პროტესტის მონაწილეები ადგილზე ერთმანეთს ტკბილეულითა და ნამცხვრებით უმასპინძლდებიან. შობის დადგომისას კი ისინი საყოველთაო "ალილოს" შესრულებას აპირებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)