01:54 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-06 17:01:17, 479 ნახვა

მსოფლიო
ნიკოლა სარკოზის ათწლიანი პატიმრობა ემუქრება

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის ათწლიანი პატიმრობა ემუქრება, თუ სასამართლო მას დამნაშავედ ცნობს ლიბიის ყოფილი პრეზიდენტის, მუამარ კადაფის მიერ, მისი პირველი საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსებისთვის.

სასამართლო განხილვა დღეს დაიწყო და ნიკოლა სარკოზის ბრალი ედება ლიბიის დიქტატორისგან თანხის უკანონოდ მიღებაში, რომლითაც მან მისი პირველი საპრეზიდენტო კამპანია დააფინანსა.

სასამართლო პროცესს წინ უძღოდა ათწლიანი გამოძიება, რომელიც 2012 წელს, ფრანგული გამომცემლობა „მედიაფართის“ ინიცირებულია.

მაშინდელ პუბლიკაციებში წარმოდგენილი იყო დოკუმენტაცია, რომლითაც დგინდება, რომ კადაფი სარკოზის კამპანიის დასაფინანსებლად 50 მილიონი ევროს გამოყოფას დათანხმდა. ეს სარკოზის წინააღმდეგ რიგით მესამე სისხლის სამართლის საქმეა მას შემდეგ, რაც მან ელისეის სასახლე დატოვა 2012 წელს.

2021 წელს სარკოზი დამნაშავედ ცნეს მისი მეორე საპრეზიდენტო კამპანიის დროს თანხების გამიზნულად გადახარჯვაში. აღნიშნულ საქმეს, უზენაესი სასამართლო განიხილავს.

ამჟამად კი, ნიკოლა სარკოზი ერთწლიან შინაპატიმრობაში იმყოფება კორუფციის ბრალდებით გამოტანილი კიდევ ერთი განაჩენის გამო, რომელიც უზენაესმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ ძალაში დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics