|
2016-03-03 12:26:02, 617 ნახვა
საზოგადოება
დედის დღეს ვაკეში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი დედები უფასო სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ
3 მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით ვაკის რაიონში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი დედები უფასო სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ. თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და „დავით აბულაძის ქართულ-იტალიურმა კლინიკამ“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. რაიონის მასშტაბით სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან დედებს, რომლებსაც სამი ან სამზე მეტი შვილი ჰყავთ, უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწევათ. ქალბატონებს ჩაუტარდებათ შემდეგი კვლევები და კონსულტაციები: ქირურგის, ენდოკრინოლოგის, კარდიოლოგის, თერაპევტის, გინეკოლოგის, ნევროპათოლოგის, უროლოგის კონსულტაცია. ასევე, ექოსკოპიური და ოფთალმოლოგიური კვლევები; პაპტესტი, კარდიოგრამის გადაღება და სხვა სამედიცინო მომსახურება. „ვფიქრობ, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი დედებისათვის დღევანდელი აქცია საუკეთესო მხარდაჭერაა. ვაკის გამგეობასა და „დავით აბულაძის ქართულ-იტალიურ კლინიკას“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ვაკის რაიონის მცხოვრებლებისთვის მომავალშიც ჩატარდება მსგავსი აქციები“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ. როგორც „დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკის“ ხელმძღვანელი ხათუნა გარდაფხაძე აღნიშნავს, აქციის ფარგლებში მიღებული სამედიცინო მომსახურების გარდა, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან დედებს მედიკამენტები და კლინიკის ფასდაკლების ვაუჩერებიც გადაეცემათ. ვაუჩერებით სარგებლობა ქალბატონებს წლის ბოლომდე შეეძლებათ. აქცია „დავით აბულაძის ქართულ-იტალიურ კლინიკაში“ დილით დაიწყო და ბოლო ბენეფიციარის მიღებამდე გაგრძელდება.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)