|
2025-01-06 14:35:17, 490 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკი - საქართველო, რომელიც მიიწევდა ევროკავშირისა და ნატოსკენ, მთლიანად ბრუნდება რუსეთისკენ
საქართველო, რომელიც მიიწევდა ევროკავშირისა და ნატოსკენ, მთლიანად ბრუნდება რუსეთისკენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ გაყინული კონფლიქტები - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლოდიმირ ზელენსკიმ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში განაცხადა. ზელენსკის თქმით, აფხაზეთი არ ვითარდება, ის უბრალოდ საქართველოს ძალიან ლამაზი, მაგრამ ჩამკვდარი ნაწილია. თუ ოდესმე შესაძლებლობა გექნებათ, წადით იქ, თქვენ გაიგებთ, რომ ის უბრალოდ ჩაკვდა, რადგან პუტინს ასე უნდოდა ,,მათ აქვთ აფხაზეთი, იგივე რაც ჩვენთან დონბასში ხდება, რომელიც კონტროლდება შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ. აფხაზეთი არ ვითარდება, ის უბრალოდ საქართველოს ძალიან ლამაზი, მაგრამ ჩამკვდარი ნაწილია. თუ ოდესმე შესაძლებლობა გექნებათ, წადით იქ, თქვენ გაიგებთ, რომ ის უბრალოდ ჩაკვდა, რადგან პუტინს ასე უნდოდა. მას უნდოდა არ დაეშვა მათი განვითარება, რადგან გაყინული კონფლიქტი ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირში არ მიგიღებენ და ნატოშიც, ცხადია, არა, რადგან ახლა ასეა, გაყინული კონფლიქტის გამო, არ გიღებენ. და ეს პუტინის ნამოქმედარია. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დაკარგოს ეს გავლენა. ანუ, მან საქართველო უკან მიაბრუნა. ახალგაზრდები, სტუდენტები, ყველა ტოვებს ქვეყანას და ეს ფაქტია. საქართველო საკმაოდ მცირე ქვეყანაა. დაისინი წავლენ, მათ სურთ ევროპაში ცხოვრება, მათ სურთ განვითარება. ზოგი აშშ-ში, ზოგი ევროპაში, ზოგი ევროკავშირში, ზოგი ბრიტანეთში. პუტინი ყველაფერს გააკეთებს იქ, სადაც მან დაკარგა გავლენა, სადაც საბჭოთა კავშირის გავლენა იყო. ის ყველაფერს უკან მიაბრუნებს, რამდენადაც ეს შესაძლებელია - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)