|
2025-01-06 10:25:50, 382 ნახვა
პოლიტიკა
დღეს, 22:00 საათზე აქცია "შობის ღამე ქაშუეთთან" გაიმართება
დღეს, 6 იანვარს საპროტესტო აქციები თბილისის გარდა, რეგიონებშიც გაიმართება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, თბილისში დაგეგმილია საშობაო მსვლელობა და ალილო. ,,16:00 საათზე აქცია სახელწოდებით, "არა რუსული, ძალადობრივი რეჟიმის დამფინანსებლებს“ დაგეგმილია „ვისოლ ჯგუფის“ სათავო ოფისთან. 19:00 საათზე კი მოთხოვნით - "დღის ეთერი ხალხს!" აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გაიმართება. 19:00 საათზე დაიწყება აქცია პარლამენტთან. 19:00-დან 22:00 საათამდე კი შეგროვდება და დარიგდება საჩუქრები პარლამენტთან. 20:00 საათზე დაიწყება საშობაო მსვლელობა ქაშვეთისკენ სამების საკათედრო ტაძრიდან, ასევე, ჩუღურეთში, წმ. მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიიდან, საბურთალოზე წმ. კვირიკეს და ივლიტას სამრევლოდან, ვაკის ეკლესიიდან და მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძრიდან. 21:00 საათზე ფერმერების საშობაო ბაზრობა იგეგმება რუსთაველზე 23:59 საათზე კი, რუსთაველის გამზირზე საყოველთაო ალილო შობის ღამეს! გაიმართება. თბილისის გარდა პროტესტი ასევე გაიმართება შემდეგ ქალაქებში: 17:00 საათზე, ზუგდიდში აქცია "ვაპროტესტებთ რუსულ რეჟიმს!" - სამხარეო ადმინისტრაციის წინ არის დაგეგმილი ქუთაისში 19:00 საათზე აქცია "კი ევროპას, არა რუსეთს!" მერიის წინ დაიწყება. ბათუმში 22:00 საათზე, მოქალაქეები ლოზუნგით "ერთად შევხვდეთ შობას!"საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბებიან'' - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)