18:19 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-04 10:53:04, 393 ნახვა

პოლიტიკა
კონგრესმენი ჰადსონი - ვლადიმერ პუტინი ბოროტი დიქტატორია, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს

ვლადიმერ პუტინი ბოროტი დიქტატორია, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს, ამას შედეგები უნდა მოჰყვეს, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი რიჩარდ ჰადსონი (რესპუბლიკური პარტია) აცხადებს.

“ვლადიმერ პუტინი ბოროტი დიქტატორია, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს და ამას შედეგები უნდა მოჰყვეს. ეს კანონპროექტი ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას აძლიერებს და ცხადყოფს იმას, რომ მათ თავისუფლებაზე თავდასხმებს ჩვენ არ შევეგუებით“, - აცხადებს რიჩარდ ჰადსონი.

ამასთან, კონგრესმენი მარკ ვიზი (დემოკრატიული პარტია) აღნიშნავს, რომ აშშ და კონგრესი ქართველი ხალხის გვერდით დგას.

“საქართველოსთან ჩვენი მეგობრობა კრიტიკულ ეტაპზეა და მისი ხალხი თავისუფლებისთვის გაბედულად იბრძვის. „MEGOBARI აქტი“ ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე და ეს აუცილებელი მხარდამჭერი კანონპროექტია, რათა საქართველოში ჩვენს მოკავშირეებს დავეხმაროთ, უზრუნველყონ თავიანთი მომავალი და თავიანთი თავისუფლებები დაიცვან“, - აღნიშნავს მარკ ვიზი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics