|
2025-01-03 20:59:40, 489 ნახვა
პოლიტიკა
კონგრესმენები კონოლი და ტერნერი განცხადებას ავრცელებენ და ივანიშვილის სანქცირებას მიესალმებიან
კონგრესმენი, წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობისა და სამთავრობო რეფორმების კომიტეტის წევრი და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი, გერი კონოლი და კონგრესმენი, დაზვერვის მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ ტერნერი, საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ბიძინა ივანიშვილისთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას მიესალმებიან. კონგრესმენები წერენ, რომ აშშ-მ უნდა გააგრძელოს პასუხისმგებლობების დაკისრება მათთვის, ვინ ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს ახშობენ. "ჩვენ მივესალმებით ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას სანქციების დაწესების შესახებ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილს წინააღმდეგ, საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის შელახვის გამო. ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართულმა ოცნებამ საქართველო დააახლოვა ერთპარტიული ავტორიტარიზმის რუსულ მოდელთან, როდესაც მიიღო კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, იძალადა მომიტინგეებზე და შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს პასუხისმგებლობის დაკისრება მათთვის, ვინც ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს ახშობს, მათ შორის დამატებითი სანქციების გზით", - ნათქვამია, კონგრესმენების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)