|
2025-01-03 17:58:16, 402 ნახვა
პოლიტიკა
ჩინეთის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა პარლამენტის მიერ არჩეილ პრეზიდენტ ყაველაშვილს ინაუგურაცია მიულოცა, რითაც ხაზი გაუსვა ჩინეთი-საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებში არსებულ "პოზიტიურ მომენტუმს". ინფორმაციას OC MEDIA ავრცელებს. "სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთ-საქართველოს ამჟამინდელი სტრატეგიული პარტნიორობა ინარჩუნებს განვითარების პოზიტიურ იმპულსს", — ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ჩინეთის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. "მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩინურ-ქართული ურთიერთობების განვითარებას და მზად ვარ ვიმუშაო პრეზიდენტთან [მიხეილ ყაველაშვილთან], რათა ქვეყნებს შორის არსებული ტრადიციული მეგობრობა, ურთიერთ სასარგებლო თანამშრომლობა გავაღრმაო, ხელი შევუწყო ჩინურ-ქართული ურთიერთობების განვითარებას და ადამიანების უკეთესი კეთილდღეობის შექმნას", — აღნიშნულია სი ძინპინის განცხადებაში. ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა მილოცვები მიიღო: თურქეთის, სომხეთის, ბელარუსიის და აზერბაიჯანის ლიდერებისგან
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)