|
2025-01-03 09:27:57, 380 ნახვა
მსოფლიო
კიევში აფეთქებების ხმები ისმის
რუსულმა ძალებმა უკრაინას „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობითავრცელებს. საჰაერო ძალების ცნობით, დრონების ჯგუფი სუმის ოლქიდან პოლტავას ოლქისა და დასავლეთის მიმართულებებით გაფრინდა. დრონების რამდენიმე ჯგუფი დაფიქსირდა სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, პოლტავას, დონეცკის, კიევის, ჟიტომირისა და ჩერკასის ოლქებში. დრონებით თავდასხმის გამო დედაქალაქ კიევში საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა და აფეთქებების ხმები ისმოდა. ნამსხვრევების ჩამოვარდნა რამდენიმე რაიონში დაფიქსირდა. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა, რომ დარნიცკის რაიონში მდებარე კერძო სახლში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა. მაშველებმა ცეცხლი ჩააქრეს, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია დგინდება.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)