|
2025-01-02 14:56:20, 499 ნახვა
პოლიტიკა
პოლონეთი უკრაინისთვის იარაღს ფარულად აწარმოებს - დიპლომატი
პოლონეთი თანამშრომლობს უკრაინასთან იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოებაში, მაგრამ ამ თანამშრომლობას უსაფრთხოების მიზნით არ ამჟღავნებს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინაში პოლონეთის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა პიოტრ ლუკასევიჩმა ZN.UA-სთან ინტერვიუში განაცხადა. უკრაინულ-პოლონური სამხედრო საწარმოების შექმნის პერსპექტივის შესახებ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას დიპლომატმა აღნიშნა, რომ ასეთი თანამშრომლობა უკრაინასა და პოლონეთს შორის უკვე არსებობს. კერძოდ, ის მოიცავს დრონების წარმოებას, ტანკების შეკეთებას, ასევე მაღალი ტექნოლოგიების სფეროში განვითარებას. ლუკასევიჩმა ასევე დაადასტურა, რომ პოლონეთში უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ქარხანა აშენდა, თუმცა დიპლომატმა დეტალების გამჟღავნებაზე უარი განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)