|
2025-01-02 10:34:47, 425 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი იაპონიასთან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს
ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებსა და იაპონიას შორის პირველი ორმხრივი ჩარჩო შეთანხმება, სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ძალაში შევიდა, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს. საბჭოს განმარტებით, ეს მნიშვნელოვანი შეთანხმება წარმართავს მხარეებს შორის მომავალ ჩართულობას და უზრუნველყოფს უფრო მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას ორმხრივ, რეგიონულ და მრავალმხრივ საკითხებზე. „სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების წყალობით, ევროკავშირი და იაპონია უკეთესად შეძლებენ მრავალმხრივი და წესებზე დაფუძნებული გლობალური წესრიგის გაძლიერებას, რომლის ბირთვია გაერო, ერთობლივი ღირებულებებისა და პრინციპების დაცვას, როგორიცაა: კანონის უზენაესობა, დემოკრატია, ადამიანის უფლებების პატივისცემა, ღია ბაზრები, თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. საბჭოს განმარტებით, რაც შეეხება ორმხრივ განზომილებას, შეთანხმება გააძლიერებს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, თანამშრომლობას ტერორიზმთან და სერიოზულ საერთაშორისო დანაშაულებთან ბრძოლაში, ასევე მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების წინააღმდეგ. გარდა ამისა, შეთანხმება გააძლიერებს სექტორულ თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: კოსმოსი, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სამრეწველო პოლიტიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, განათლება, კვლევა და ინოვაციები. შეთანხმებას ევროკავშირმა და იაპონიამ ტოკიოში 2018 წლის 17 ივლისს მოაწერეს ხელი. 2024 წლის 5 აპრილს კი წევრმა ქვეყნებმა შეთანხმების რატიფიკაციის პროცედურები დაასრულეს. გადაწყვეტილება სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების დადების შესახებ საბჭომ 2024 წლის 22 აპრილს მიიღო, დოკუმენტი 1-ელ იანვარს შევიდა ძალაში.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)