|
2024-12-30 15:37:10, 423 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - ნიღაბი ერთ-ერთი საშუალებაა, რითაც ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას შეიძლება პრობლემები შეექმნას
„თუ ნიღბის ტარება არ შეიძლება, ეს ქართული სტანდარტი არ არის - ეს ევროპული სტანდარტია! ვინც ნიღაბს გაიკეთებს, ის პიროტექნიკასაც თავისუფლად გამოიყენებს და ვერც ამოიცნობ, საიდან მოდის უბედურება!“ - ამასთან დაკავშირებით პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკის თქმით, დემონსტრაციების დროს სახის ნიღბით დაფარვის აკრძალვა მხოლოდ ოპოზიციის მხარდამჭერებს არ ეხებათ და აღნიშნა, რომ XI მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული კანონები რეპრესიული არ არის და ის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს.
ცნობისთვის, საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერით „საკანონმდებლო მაცნეზე“ 28 კანონპროექტი გამოქვეყნდა. გამოქვეყნებულ კანონპროექტებს შორის არის "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომლის საფუძველზეც დემონსტრანტებს აქციების დროს ნიღბით და ნებისმიერი სხვა საშუალებით სახის დაფარვა, ასევე ლაზერული მოწყობილობებისა და პიროტექნიკის გამოყენება ეკრძალებათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)