03:15 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-30 15:19:40, 377 ნახვა

მსოფლიო
ეთიოპიაში ავტოკატასტროფის შედეგად 71 ადამიანი დაიღუპა

ეთიოპიაში ავტოკატასტროფის შედეგად 71 ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მგზავრებით სავსე სატვირთო მანქანა მდინარეში გადავარდა.

შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, სიდამას რეგიონში მოხდა.

ავტოკატასტროფის შედეგად არიან დაშავებულებიც. მათგან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მგზავრთა ნაწილი ქორწილის ცერემონიაზე მიდიოდა. მანქანა გადატვირთული იყო, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად განიხილება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics