|
2024-12-30 11:55:40, 426 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი საქართველოს ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
„მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, მოგმართოთ საქართველოს ელჩების ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში. ამბასადორიალი ის ფორმატია, სადაც განსაკუთრებით კარგად იგრძნობა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის მაჯისცემა. უპირველეს ყოვლისა, მინდა გულითადი მადლობა გადაგიხადოთ ქვეყნის ერთგულებისთვის, მაღალი პროფესიონალიზმის, დაუღალავი შრომისა და მთელ მსოფლიოში საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისთვის", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ელჩების კონფერენციის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დიპლომატებს წამყვანი როლი ენიჭებათ საზღვარგარეთ საქართველოს ინტერესების დაცვაში, საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და სხვადასხვა ქვეყანასთან მეგობრული კავშირების გაძლიერებაში. პარლამენტის თავმჯდომარემ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა. „2024 წელს საქართველოში ჩატარდა ისტორიულად მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები. გადავედით სრულად პროპორციულ სისტემაზე და, ასევე, საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიები დავნერგეთ, რაც საეტაპო ნაბიჯებია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. გასულ კვირას გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის დასკვნა ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, რომლითაც, შეიძლება ითქვას, დასრულდა ყველანაირი დამაზიანებელი სპეკულაცია არჩევნების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. ზოგიერთი ჯგუფის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების საპირწონედ, მნიშვნელოვანია ელჩების აქტიური საქმიანობა, რათა შეწყდეს თავდასხმები ქართულ დემოკრატიაზე", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევის საკითხსაც.
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ის კვლავ იქნება ორიენტირებული საქართველოში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან კავშირების გაძლიერებაზე. შალვა პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ საქართველოს მდიდარი ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, დემოკრატიისა და კარგი მმართველობის მიღწევების მსოფლიოსთვის გაცნობა, ეკონომიკის, კულტურისა და სპორტული მიღწევების ქვეყნის ფარგლებს გარეთ ფართოდ გატანა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)