20:18 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-30 11:52:09, 410 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე სანქციებზე - ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის უსამართლობის მორიგი გამოხატულება

საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი კობახიძე დაწესებულ სანქციებს ანტიქართულად და უსამართლოდ აფასებს. მისი თქმით ამერიკის მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან და  კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკების მხრიდანაც  სანქციების დაწესება მორიგი უსამართლობის

"ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ანტიქართული გადაწყვეტილებები და ეს არის იმ უსამართლობის მორიგი გამოხატულება, რასაც ვხედავდით ჩვენ გასული 4 წლის განმავლობაში, როგორც ამერიკის ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან, ასევე კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკების მხრიდან ჩვენ გვაქვს იმედი, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში ვითარება ამ კუთხითაც მნიშვნელოვნად  შეიცვლება, იქნება მეტი სამართლიანობა და საბოლოო ჯამში, არა თუ ასეთი ახალი უსამართლობა და ანტიქართული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული, იმედი გვაქვს, რომ რომელი ანტიქართული გადაწყვეტილებებიც წარსულში იქნა მიღებული, ის გადაწყვეტილებებიც გადაიხედება",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
თსუ-სთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
პრეზიდენტი მატარელა: იტალია ყურადღებით აკვირდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics