|
2024-12-29 19:58:57, 521 ნახვა
პოლიტიკა
ნიდერლანდების საგარეო მინისტრი - "ოცნებას" მოუწოდებს განიხილონ ახალი არჩევნების შესაძლებლობა
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი კასპარ ველდკამპი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ნორდიკულ-ბალტიური ქვეყნების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას ნიდერლანდებიც მოუწოდებს, განიხილოს ახალი არჩევნების შესაძლებლობა. „მივესალმები სალომე ზურაბიშვილს სასიცოცხლოდ აუცილებელი ლიდერობისა და საქართველოს ევროპული კურსისადმი ურყევი ერთგულების გამო“, - დაწერა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი კასპარ ველდკამპმა 29 დეკემბერს, - მიხეილ ყაველაშვილის მეექვსე პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ, - პლატფორმა X-ზე. „უკვე ერთი თვეა, ქართველი ხალხი ქუჩებში მშვიდობიანად იცავს თავის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს, - ძალადობისა და დაშინების მიუხედავად. შეუძლებელია, მთავრობამ მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინოს“, - წერს იგი. ნიდერლანდების საგარეო მინისტრი ასევე წერს, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR-მა) „დაადასატურა სერიოზული საარჩევნო დარღვევები და სავარაუდო გაყალბების გამოძიების არარსებობა“. „უკვე დიდი ხანია, დადგა დრო, საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინოს საზოგადოების ნდობა, განახორციელოს ეუთოს რეკომენდაციები და ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით განიხილოს შესაძლო ახალი არჩევნები“, - აცხადებს კასპარ ველდკამპი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)