|
2024-12-28 13:05:09, 384 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი - პარლამენტი არალეგიტიმურია, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სრულად მხარს ვუჭერთ
,,ჩვენ სრულად ვიზიარებთ პოზიციას, რომ საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურია, დღევანდელი პარლამენტიც არალეგიტიმურია და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სრულად მხარს ვუჭერთ'', - ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, დაინიუს ჟალიმასმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ სამოქალაქო საზოგდოებასთან და ქართულ დემოკრატიულ ძალებთან ურთიერთობის შესაძლო გზები განვიხილეთ. ასევე, ჩვენ სრულად ვიზიარებთ პოზიციას, რომ საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურია, დღევანდელი პარლამენტიც არალეგიტიმურია და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კანონიერ უფლებას მის თანამდებობაზე, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუტს, რომელიც ქართველ ხალხს წარმოადგენს. რა თქმა უნდა, განსახილველი ბევრი საკითხია, თუ როგორ ვითანამშრომლოთ მომავალში, როგორ შევუწყოთ ხელი გარდაუვალი ახალი არჩევნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც უნდა იყოს ნამდვილი, რეალური საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ და უნდა შეესაბამებოდეს საარჩევნო პრინციპების ყველა ევროპულ სტანდარტს“, - განაცხადა დაინიუს ჟალიმასმა ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)