|
2024-12-27 20:09:37, 342 ნახვა
პოლიტიკა
„თავისუფლების მოედანი“ - ჩვენ არ მივიღებთ საბიუჯეტო დაფინანსებას, ეს საკითხი არც ჩვენი კოალიციური შეთანხმების ნაწილი ყოფილა
პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით პოლიტიკური მოძრაობა არ მიიღებს საბიუჯეტო დაფინანსებას. როგორც მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მთავარი ყურადღება ახლა საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებასა და ხალხის პროტესტს უნდა დაეთმოს. „თავისუფლების მოედანი“ საჭიროდ მიიჩნევს პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებასთან დაკავშირებით საჯაროდ გამოხატოს საკუთარი პოზიცია: თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად ბრძოლაში აუცილებელია პროდასავლური პარტიების ერთიანობა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისა და ახალი არჩევნების დასანიშნად; „თავისუფლების მოედანი“ არ მიიღებს საბიუჯეტო დაფინანსებას. ეს საკითხი არც ჩვენი კოალიციური შეთანხმების ნაწილი ყოფილა. მივესალმებით ნებისმიერი დაფინანსების აქციებზე დაზარალებულების მხარდაჭერისკენ მიმართვას. ნათელია, რომ არც ერთი ოპოზიციური გაერთიანება, რომელმაც ბარიერი გადალახა, არ აღიარებს ჩატარებული არჩევნების შედეგებს. მისასალმებელია, რომ პოზიცია არჩევნებისა და პარლამენტის არალეგიტიმურობის შესახებ არ შეცვლილა. ახლა მთავარი ყურადღება და ენერგია ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ შეცვლილი საგარეო გარემოებებისა და მზარდი საზოგადოებრივი პროტესტისკენ უნდა მიემართოს, რაც ქვეყნის შიგნით პოლიტიკური და სამოქალაქო ერთიანობის შენარჩუნების, ხელახალი არჩევნების დანიშვნის და შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის საწინდარი გახდება”, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)