|
2024-12-27 12:01:41, 315 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - საგარეო მიმართულებით ყველაფერი დალაგდება
„ქვეყანაში გვექნება მშვიდობა. რაც შეეხება საგარეო ურთიერთობებს, საგარეო მიმართულებითაც ყველაფერი დალაგდება და ყველაფერი იქნება ისე, როგორც ეკადრება ჩვენს ქვეყანას“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას ამერიკელი კონგრესმენისა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის მიერ „ქართული ოცნების“ მისამართით ბოლოს გაკეთებულ განცხადებებსა და ამასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოლოდინებზე ჰკითხეს. თბილისის მერის თქმით, დამარცხებული ოპოზიციის სასიკეთოდ არაფერი ხდება. ქვეყანაში იქნება მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება. „რაც შეეხება დამარცხებულ გაუბედურებულ, გაფარჩაკებულ ოპოზიციას, მათთვის სასიკეთო არაფერი არ ხდება, მერწმუნეთ. არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. ისინი არიან დამარცხებული, ჩვეულებრივი „ლუზერები“. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, მინდა, დაგარწმუნოთ ყველა და ვუთხრა ქვეყნის მოსახლეობას, რომ ქვეყანაში გვექნება მშვიდობა, სიმშვიდე, მოხდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, კეთილდღეობას იგრძნობს თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)