23:28 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-26 13:00:56, 554 ნახვა

პოლიტიკა
„გახარია საქართველოსთვის“ - სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მეშახტეებსა და „აგარის ქარხნის“ თანამშრომლებს

სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მეშახტეებსა და „აგარის ქარხნის“ თანამშრომლებს, ვემხრობით საჯარო მოსამსახურეების დამოუკიდებელი პროფკავშირების შექმნას,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „სახელმწიფო ინსტიტუტებისა და წესრიგის მოშლა სწორედ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე აისახება“.

„ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე უკვე აშკარად იკვეთება თანმდევი სოციალური კრიზისები ბევრი მიმართულებით. ამის მაგალითია ტყიბულში, ათეულობით თანამშრომლის პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან განთავისუფლება, რაც კონკრეტულ ადამიანებსა და მათ ოჯახებს მძიმე სოციალური რისკების ქვეშ აყენებს.  

ასევე, მასობრივად გაიფიცნენ „აგარის შაქრის“ თანამშრომლები კუთვნილი ანაზღაურების მოთხოვნით. 

სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და წესრიგის მოშლა სწორედ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე აისახება. როდესაც პარტიული, კორუფციული ბიზნესინტერესები არ ექვემდებარება საჯარო თუ სახელმწიფო ანგარიშვალდებულების პრინციპს, კატასტროფული სოციალური წნეხი აშკარა ხდება. 

სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მეშახტეებსა და „აგარის ქარხნის“ თანამშრომლებს, ვემხრობით საჯარო მოსამსახურეების დამოუკიდებელი პროფკავშირების შექმნას და მზაობას ვაცხადებთ ერთიანი სამართლებრივი თუ პოლიტიკური ბერკეტების შემუშავებისთვის ამ კრიტიკულ ვითარებებში საჯარო ინტერესის და თითოეული თანამშრომლის ღირსებისა და სოციალური დაცვის უზრუნველსაყოფად“,- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics