03:54 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-26 09:27:16, 457 ნახვა

მსოფლიო
ყაზახეთის ქალაქ აქტაუში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა - 29 გადარჩა

ყაზახეთის ქალაქ აქთაუში აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა,- ამის შესახებ ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა და კატასტროფის შემსწავლელი კომისიის ხელმძღვანელმა კანატ ბოზუმბაევმა განაცხადა.

მისი თქმით, თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ბაზო-გროზნოს რეისს ასრულებდა და რომელმაც კატასტროფა განიცადა, 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, 62 მგზავრი და  ეკიპაჟის 5 წევრი.

„ყაზახეთის ქალაქ აქთაუში აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა - 29 კი გადარჩა. თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ბაზო-გროზნოს რეისს ასრულებდა და რომელმაც კატასტროფა განიცადა, 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, 62 მგზავრი და  ეკიპაჟის 5 წევრი. გადარჩენილები სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულებს შორის ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა. თვითმფრინავის მგზავრებიდან დაღუპულია აზერბაიჯანის 23, რუსეთის 7 და ყაზახეთის 6 მოქალაქე. ეკიპაჟის 5 წევრიდან კი, 2 დაიღუპა და 3 გადარჩა“,- აღნიშნა ბოზუმბაევმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics