00:22 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-24 12:55:05, 318 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ზუსტად ვიცი, რას და რატომ აკეთებს ჩვენი გუნდი ამ ქვეყნისთვის და ისიც ვიცი, რომ ისტორია ამას სწორად შეაფასებს

მე ზუსტად ვიცი, რას და რატომ აკეთებს ჩვენი გუნდი ამ ქვეყნისთვის და ისიც ზუსტად ვიცი, ისტორია ამას სწორად შეაფასებს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში მიმდინარე წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველო ძალიან მალე, წელში გამართული, მშვიდობიანი და ბევრად უფრო ძლიერი შეაღებს ევროპის კარს.

„ჩვენ დღეს ბევრი ვისაუბრეთ საქმეზე. სამწუხაროდ, მომიწია ასევე გამეკეთებინა კომენტარი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა დედაქალაქში წინა დღეების განმავლობაში. ვერაფერს ვიზამთ, სამწუხაროდ, ასეთია დღეს მოცემულობა. მე ზუსტად ვიცი, რას და რატომ ვაკეთებთ ამ ქალაქისთვის; ზუსტად ვიცი, რას და რატომ აკეთებს ჩვენი გუნდი ამ ქვეყნისთვის; ზუსტად ვიცი, ისტორია ამას სწორად შეაფასებს, მიუხედავად იმისა, ვინ რა ეპიტეთებით ვამკობთ დღეს ერთმანეთს და რა განცხადებებს გავაკეთებთ ერთმანეთის მიმართ. ისტორია, რა თქმა უნდა, ყველაფერს სწორად შეაფასებს. ეს ყველაფერი ჩაივლის, ყველაფერი იმაზე მალე დალაგდება, ვიდრე ბევრს ჰგონია და საქართველო ძალიან მალე, წელში გამართული, მშვიდობიანი და ბევრად უფრო ძლიერი შეაღებს ევროპის კარს. საქართველო იქნება ევროპის ნაწილი, თბილისი იქნება ნამდვილი ევროპული დედაქალაქი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს მოსახლეობას მივულოცო დამდეგი ახალი წელი, ვუსურვო უპირველეს ყოვლისა მშვიდობა, გამარჯვება და კეთილდღეობა“,- განაცხადა თბილისის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics