01:07 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-23 21:37:19, 426 ნახვა

პოლიტიკა
დავითაშვილი - მოლოდინი მაქვს, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან გვექნება საშუალება გადავტვირთოთ და თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალ ხარისხზე ავიყვანოთ ურთიერთობები

დიდი მოლოდინი მაქვს, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ჩვენ გვექნება ძალიან ღია, გულწრფელი დიალოგი, ინფორმაციების გაცვლა, რაც მოგვცემს საშუალებას, გადავტვირთოთ ურთიერთობები და თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალ ხარისხზე ავიყვანოთ აშშ-თან ჩვენი ურთიერთობა. ეს იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი, მათ შორის, სხვა ქვეყნებისთვისაც,- ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

დავითაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ეკონომიკაზე ასევე ნეგატიურად მოქმედებს ქვეყანაში არსებული პოლარიზაცია.

„ასეთი ტიპის დიალოგი, როგორიც დღეს იყო ბიზნესთან, ძალიან  მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მოხდეს პროცესების დეესკალაცია. ჩვენ გვინდა, პროცესი დასტაბილურდეს და ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების ნორმალურ რიტმს. ამის ერთადერთი გამოსავალია დიალოგი და საზოგადოებაში პოლარიზაციის ასეთი ხარისხის შემცირება“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics