|
2024-12-23 10:55:39, 494 ნახვა
მსოფლიო
სამხრეთ კორეის დაზვერვა - ჩრდილოეთ კორეა რუსეთში ახალი ჯარების და იარაღის გაგზავნისთვის ემზადება
ჩრდილოეთ კორეა რუსეთში დამატებითი ჯარების და სამხედრო აღჭურვილობის, მათ შორის, „კამიკაძე დრონების“ გასაგზავნად ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“ სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც სამხრეთ კორეის დაზვერვის ოფიციალური პირები აღნიშნავენ, ჩრდილოეთ კორეა იმ „კამიკაძე დრონების“ წარმოებას და მიწოდებას იწყებს, რომლიც პირველად ნოემბერში წარმოადგინეს. როგორც დაზვერვის წარმომადგენლები განმარტავენ, ამის მიზეზი არის ჩრდილოეთ კორეის სურვილი, მოიპოვოს პრაქტიკული გამოცდილება საომარ მოქმედებებში და განაახლოს თავისი შეიარაღების სისტემა. „სადაზვერვო მონაცემების ყოვლისმომცველი შეფასება აჩვენებს, რომ ჩრდილოეთ კორეა ემზადება რუსეთში განლაგებული ჯარების როტაციისთვის ან მათი რაოდენობის გაზრდისთვის“,- განაცხადეს სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურში.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)