02:59 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-21 11:06:54, 478 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - ეუთო/ოდირის დასკვნაზე - კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოწოდება ახალი არჩევნების ჩანიშვნას ნიშნავს

მოწოდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ ახალი არჩევნების ჩანიშვნას ნიშნავს,- ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას.

როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, „ეს იმ კრიზისიდან გამოსვლის დემოკრატიული გზაა, რომლამდეც ამ არჩევნებმა საქართველო მიიყვანა“

„მოწოდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ ახალი არჩევნების ჩანიშვნას ნიშნავს. ეს იმ კრიზისიდან გამოსვლის დემოკრატიული გზაა, რომლამდეც ამ არჩევნებმა საქართველო მიიყვანა," - წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) გამოაქვეყნა საბოლოო ანგარიში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საქართველოში, რომელიც ადასტურებს მის ადრინდელ დასკვნებსა და შეფასებებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics