03:00 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-21 10:27:35, 354 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე - ეს არის ეუთო/ოდირის ყველაზე ნეგატიური დასკვნა ქართული არჩევნების ისტორიაში!

 ეს არის ეუთო/ოდირის ყველაზე ნეგატიური დასკვნა ქართული არჩევნების ისტორიაში!- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს, რითაც ეუთო/ ოდირის საბოლოო ანგარიშს ეხმაურება.

ხაზარაძის განცხადებით, პირველად ქართული არჩევნების შეფასებისას ეუთო/ოდირის ანგარიშში არ არის ნახსენები სიტყვები: „სამართლიანი და თავისუფალი და ეს არის არაღიარება“.

„საქართველოში დემოკრატიული არჩევნები არ შედგა! ეს არის ეუთო/ოდირის ყველაზე ნეგატიური დასკვნა ქართული არჩევნების ისტორიაში!

პირველად ქართული არჩევნების შეფასებისას არ არის ნახსენები სიტყვები: სამართლიანი და თავისუფალი - ეს არის არაღიარება! ეს არის „ქართული ოცნების“ კრახი!

ეუთო/ოდირის მანდატი არ გულისხმობს არჩევნების ლეგიტიმურობის დადგენას. ის ამბობს, რომ საზოგადოებამ თავად უნდა გამოიტანოს დასკვნა, აქვს თუ არა ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ - ქართული საზოგადოების დასკვნა და ნდობა უკვე 23 დღეა ნათლად ჩანს რუსთაველზე, თბილისის ქუჩებში და მთელ საქართველოში იმ პროტესტით, რომელსაც ჩვენ ვაფიქსირებთ!

დასკვნა: ეს იყო რუსული სპეცოპერაცია! არჩევნები მიითვისეს! ხელისუფლება არალეგიტიმურია!

ახალი არჩევნები! სხვა გამოსავალი არ არის! საქართველოს რუსეთში არ გავატანთ!“,- წერს მამუკა ხაზარაძე.

შეგახსენებთ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) გამოაქვეყნა საბოლოო ანგარიში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საქართველოში, რომელიც ადასტურებს მის ადრინდელ დასკვნებსა და შეფასებებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics