03:59 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-20 15:31:53, 390 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - მადლობა გომელაურს იმისთვის, რაც გაკეთებული აქვს საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებისთვის

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ვიცე-პრემიერად დანიშვნას ულოცავს. 

როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პრემიერ-მინისტრის შესაბამისი გადაწყვეტილება სწორი იყო. 

„მინდა, მივულოცო ვახტანგ გომელაურს. პრემიერის გადაწყვეტილება მის დაწინაურებასთან დაკავშირებით იყო სწორი და მე ამას მივესალმები. ვახტანგ გომელაური არის პატრიოტი კაცი, ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი სამშობლო. ის თავის თანამშრომლებთან ერთად ემსახურება საქართველოს, ქვეყანაში იცავს მშვიდობას, სიმშვიდეს. მადლობა მას იმისთვის, რაც გაკეთებული აქვს ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებისთვის“,- განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics