04:00 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-20 11:03:54, 427 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძემ ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს ვიცე-პრემიერად დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, შესაბამის ბრძანებას ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა.

„საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში დღეიდან სამი ვიცე-პრემიერი იქნება. პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ასრულებს. ვიცე-პრემიერია თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი“,- აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და მასთან ერთად 4 პირი, გუშინ, 19 დეკემბერს გაერთიანებულმა სამეფომ დაასანქცირა. საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანქცირებულ პირებს დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის აკრძალვა და აქტივების გაყინვა ემუქრებათ, რაც მათი დიდი ბრიტანეთიდან და მისი ეკონომიკიდან გარიცხვას ნიშნავს.

გუშინვე, გომელაურსა და შსს-ს კიდევ ერთ მაღალი თანამდებობის პირს სანქციები ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმაც დაუწესა და ისინი „გლობალური მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics