|
2024-12-19 13:25:25, 512 ნახვა
სამართალი
აფთიაქებიდან ფსიქოტროპული პრეპარატების უნებართვოდ რეალიზაციის საქმეზე 4 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნეს
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და აფთიაქებიდან ფსიქოტროპული პრეპარატების უნებართვოდ რეალიზაციის და ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, 4 ფიზიკური პირი და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა აფთიაქიდან ფსიქოტროპული პრეპარატების უკანონოდ რეალიზაციით მილიონ ლარზე მეტი ოდენობის უკანონო შემოსავალი მიიღეს. „უკანონო თანხებით ქონება შეიძინეს, რომელიც სხვადასხვა პირებზე გააფორმეს, რითაც მისი წარმოშობის წყარო შენიღბეს, თუმცა თავად ფლობდნენ და განაგებდნენ აღნიშნულ ქონებას. ფიზიკურ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა ჩდენილი ჯგუფურად) და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), ხოლო იურიდიულ პირს 192-ე მუხლის პირველი ნაწილით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა) წარედგინათ. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში. ორ ფიზიკურ პირს სასჯელის სახედ და ზომად 10-10 წლით, ხოლო ორს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ასევე მათ ჩამოერთვა უკანონო საქმიანობით მიღებული თანხებით შეძენილი ქონება. რაც შეეხება იურიდიულ პირს, სასამართლომ მას სასჯელად ჯარიმა დაუნიშნა და საქმიანობის უფლება ჩამოართვა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)