08:07 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-18 10:03:11, 370 ნახვა

პოლიტიკა
ლექსმანი - ევროპარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა პატივია

ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სტრასბურგში ვიზიტს ეხმაურება.

როგორც ლექსმანი სოციალურ ქსელ X-ზე წერს,  ევროპარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა პატივია.

„არ შეგვიძლია განზე გავდგეთ მაშინ, როცა ქართველი ხალხი თავისუფლებას იცავს. ევროპარლამენტში პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლა პატივი და ჩვენი მოვალეობის შეხსენებაა“, - წერს ლექსმანი.

შეგახსენებთ, გუშინ, 17 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  სტრასბურგში ჩავიდა. დღეს  სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვა და  ევროპარლამენტარებს მიმართავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics