08:07 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-16 21:40:01, 569 ნახვა

პოლიტიკა
ცაჰკნა - ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი ზურაბ ხამაშურიძე დაიბარეს

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი დაიბარეს,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ესტონეთში საქართველოს ელჩთან, ზურაბ ხამაშურიძესთან „საქართველოს მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ ძალადობა და საქართველოს მმართველი პარტიის მიერ ესტონეთის შესახებ დღეს გაკეთებული მტრული განცხადება“ განიხილეს.

„საქართველოს ავტორიტარული ხელისუფლებისა და პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადებები არის მიუღებელი, მტრული და სიცრუით სავსე. სამწუხაროა, რომ ქვეყნის წარმომადგენლები, რომელთა სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროპაში წინსვლას თითქმის 30 წელია ესტონეთი მხარს უჭერს, ესტონეთის სუვერენიტეტის მიმართ მტრული რიტორიკით არიან დაკავებულები, რითაც რუსეთის ნარატივებს იმეორებენ. ელჩთან შეხვედრაზე „საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებიც განიხილეს და ასევე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების სასტიკ დარბევას“. კანონის უზენაესობის პრინციპის შესაბამისად, ესტონეთი ამას ვერ შეეგუება. ჩვენ გავაკეთეთ შესაბამისი განცხადებები და დავაწესეთ სანქციები მოგზაურობის აკრძალვის შესახებ ძალადობაზე პასუხისმგებელი 25 პოლიტიკოსისა და მაღალი თანამდებობის პირის წინააღმდეგ. მმართველი პარტიის გადაწყვეტილებამ შეაჩეროს საქართველოს ევროინტეგრაცია, ხალხი გააოგნა და აიძულა ისინი საკუთარი აზრის გამოხატვის მიზნით ქუჩაში გამოსულიყვნენ და მათ ამის უფლება აქვთ“,- აღნიშნავს ცაჰკნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics