|
2024-12-16 11:54:20, 322 ნახვა
პოლიტიკა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს და ავსტრალიის კომპანიას „ბენთს როუდ ვაინერი“ (Bents Road Winery Pty Ltd) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კომპანია „ბენთს როუდ ვაინერი“ (BRW), რომელიც 2000 წელს დაარსდა, ავსტრალიის ერთ-ერთ ყველაზე ცივ რეგიონში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვინსლენდში, ბალანდეანში (Ballandean) მდებარეობს. შედარებით ცივი კლიმატიდან გამომდინარე, იქაურ ღვინოს ევროპული ჯიშებისთვის დამახასიათებელი ორგანოლეპტიკური პროფილი უყალიბდება. აღსანიშნავია, რომ კომპანია მუშაობს ქვევრის ღვინოზეც და აქტიურად ეწევა საფერავის პოპულარიზაციას. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში, კვლევითი-ცენტრის მხრიდან ქართული ვაზის ჯიშების შესახებ გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები, რომლებიც შესაფერისი იქნება გრანიტის სარტყელში (ქვინსლენდი) პრემიუმ სასუფრე ღვინოების წარმოებისთვის. „სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ ავსტრალიის დელეგაციის წევრებს ცენტრში მიმდინარე ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო ის პროექტები გააცნო, რომელიც ქართული ვაზის ადგილობრივი ჯიშების მოძიებას, იდენტიფიკაციას, მიკროვინიფიკაციასა და მათთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. მევენახეობა-მეღვინეობის კვლევის სამსახურის უფროსმა დავით ჩიჩუამ ავსტრალიელ სტუმრებს ჯიღაურას ბაზაზე დამზადებული იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები წარუდგინა. ასევე, სტუმრებმა ჯიღაურას ბაზაზე არსებული ამპელოგრაფიული კოლექცია დაათვალიერეს და ვაზის სხვლა-ფორმირების მახასიათებლებს გაეცნენ, რაც მათ ავსტრალიაში გაშენებული ქართული ვაზის ჯიშების სწორად მართვაში დაეხმარება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
უკრაინამ ტაგანროგში საავიაციო ქარხანა, ვორონეჟში სამხედრო აეროდრომი და ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)