|
2024-12-16 10:06:15, 428 ნახვა
საზოგადოება
ჟორჟოლიანი - საპროტესტო აქციაზე დაშავებული 21 წლის ბიჭი, ალექსანდრე თირქია კომიდან გამოვიდა
საპროტესტო აქციაზე დაშავებული 21 წლის ბიჭი, ალექსანდრე თირქია, რომელიც მკურნალობას ინგოროყვას კლინიკაში გადის, ხელოვნური კომიდან ბოლომდე გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს. როგორც ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ჯგუფ „დაიტოვეში“ წერს, თირქიას დღეს რეანიმაციული განყოფილებიდან ინტენსიურ განყოფილებაში გადაიყვანენ.
შეგახსენებთ, ექიმების ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე დაშავებულ ალექსანდრე თირქიას სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობა, ასევე, შუბლის წილის კონტუზიური დაზიანება აღენიშნებოდა. ექიმის განცხადებით, პაციენტს თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევებიც აღენიშნებოდა, რის გამოც, ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შემდეგ ის მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფებოდა. თირქია სამედიცინო დაწესებულებაში 3 დეკემბრიდან იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)