04:31 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-16 09:32:02, 436 ნახვა

მსოფლიო
Reuters - ისრაელის მიერ ღაზაზე განხორციელებული იერიშის შედეგად, სულ მცირე, 53 ადამიანია დაღუპული

ისრაელმა ღაზაზე საჰაერო და სახმელეთო იერიში მიიტანა - თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 53 ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, გარდაცვლილებს შორისაა ტელეკომპანია Al Jazeera-ს ვიდეოჟურნალისტი აჰმედ ალ-ლუჰი, სამაშველო სამსახურის თანამშრომელი, ჟურნალისტი და სამედიცინო პერსონალი.

ისრაელელი სამხედროების განცხადებით, მათმა საჰაერო და სახმელეთო ძალებმა ჩრდილოეთში ათობით მებრძოლი მოკლეს, სხვები კი დააკავეს.

მედიის ინფორმაციით, საჰაერო იერიში იყო განხორციელებული ღაზას ქალაქ ხან-იუნისზეც, სადაც ლტოლვილთა თავშესაფარზე თავდასხმას, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც ქალაქ ბეით-ჰანუნის მცხოვრებლები აცხადებენ, ისრაელელმა სამხედროებმა ალყა შემოარტყეს სკოლას, სადაც იძულებით გადაადგილებული ადამიანები თავს აფარებდნენ და მათ ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics