|
2024-12-15 20:56:08, 375 ნახვა
პოლიტიკა
ვეტერინარები და ცხოველთა მოყვარულები რუსთაველზე აქციას შეუერთდნენ
პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების მე-18 დღეს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას მსვლელობით შეუერთდნენ ვეტერინარები და ცხოველთა მოყვარულები. „არჩევნები! არჩევნები“ - სკანდირებენ ისინი. „ვეტერინარები მოვითხოვთ ევროპულ მომავალს! არა ძალადობრივ რეჟიმს“, - წერია მათ მიტანილ ბანერებზე. რუსთაველის გამზირი დღეს მეთვრამეტედ გადაიკეტა - საღამოს შვიდი საათისთვის საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეწყდა. მანამდე აქციაზე მივიდნენ სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის წარმომადგენლები - გაიმართა ხელოვანების, რესტავრატორების, ხელოვნებათმცოდნეების, არჩევნებზე დამკვირვებელთა მარშები. აქციას შეუერთდნენ ინტელექტუალური თამაშისა და ტელეგადაცემის, „რა? სად? როდის“? მოთამაშეები. ასევე, გაიმართა ისტორიული კონკურენტების, საფეხბურთო კლუბების, ესპანური მადრიდის რეალისა და ბარსელონას, გულშემატკივრების ერთობლივი მსვლელობა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)