|
2015-02-14 12:23:29, 1427 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი: კიევმა ვაშინგტონთან თავდაცვითი შეიარაღების მისაღებად მუშაობა უნდა გააგრძელოს
„კიევმა ვაშინგტონთან თავდაცვითი შეიარაღების მისაღებად მუშაობა უნდა გააგრძელოს“, - აღნიშნული განცხადება საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში "რეფორმების საერთაშორისო საბჭოს" თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ გააკეთა. როგორც სააკაშვილმა გადაცემა "შუსტერ ლაივში" საუბრისას განაცხადა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ გაჩერდება და ამისთვის სამუშაოებია საჭირო. "როგორც კი ობამამ და ამერიკელებმა თქვეს, რომ მზად არიან, უკრაინას იარაღი მიაწოდონ, პუტინს მაშინვე გაახსენდა ავღანეთის ომი. ახსენდება დაბალი ფასები ნავთობზე და ამერიკული რაკეტები, რომლებმაც რეალურად შეცვალა ავღანეთის ომის ლოგიკა. შედეგად საბჭოთა კავშირი, რომელიც გაცილებით უფრო ძლიერი სახელმწიფო იყო, ვიდრე ახლა რუსეთია, ამ ომში დამარცხდა. ახლა პუტინს დეჟავუ ჰქონდა. წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომ რუსულ ტანკებს ამერიკული რაკეტებით ანადგურებენ. რუსეთისთვის ეს ფსიქოლოგიური კატასტროფაა. ამიტომაც პუტინი წავიდა მოლაპარაკებაზე იმ იმედით, რომ მოახერხებდა დასავლეთის გასულელებას. სამიტის შემდეგ გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რას იტყოდა ვაშინგტონი და იქ განაცხადეს, რომ ჩვენ მაინც გავაგრძელებთ მუშაობას უკრაინის შეიარაღებაზეო. ჩვენ ყველამ ერთად ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. ყველასთვის გასაგებია, რომ პუტინი არ გაჩერდება. მაგრამ პუტინმაც იცის უკვე, რომ, როდესაც შემდეგ შეტევაზე წავა, ეს უკვე აღარ იქნება რუსეთ–უკრაინის ომი. ეს იქნება მისი ომი მთელს დასავლეთთან და აქ ის ვეღარ გაიმარჯვებს. ჩვენ ზავის ყოველი დღე უნდა გამოვიყენოთ და მოვიგოთ მშვიდობა. დღე და ღამე არ უნდა დავიძინოთ და გავაძლიეროთ ქვეყნის არმია და ეკონომიკა, რაშიც დაგეგმილი რეფორმები დაგვეხმარება", - განაცხადა სააკაშვილმა. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბებისა და მის თავმჯდომარედ საქართველოს ექსპრეზიდენტის დანიშვნის შესახებ ბრძანებას პეტრო პოროშენკომ ხელი გუშინ მოაწერა.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)