10:40 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-13 13:18:18, 288 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე კეზერაშვილზე - მან გაძარცვა ბიუჯეტი, ქართული ჯარი, შემდეგ უკვე როდესაც წავიდა ქვეყნიდან, გააგრძელა ყაჩაღობა

კეზერაშვილი რომ კრიმინალია, მგონი, ეს არ ახალია და ყველამ კარგად ვიცით, მან გაძარცვა ბიუჯეტი, ქართული ჯარი, შემდეგ უკვე როდესაც წავიდა ქვეყნიდან, გააგრძელა ყაჩაღობა, მერე უკვე ევროპელ  პენსიონერებს დაერია, ძარცვავდა და ძარცვავს ამ ადამიანებს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

კალაძის თქმით, საქართველოსთვის უმძიმეს პერიოდში, 2008 წლის ომის დროს,  კეზერაშვილის მიერ ძვირფასი ქვების შეძენის ფაქტი პასუხს სცემს ამ ადამიანის გარშემო არსებულ ყველა კითხვას.  

„მის წინააღმდეგ უამრავი გამოძიება დაიწყო სხვადასხვა ქვეყანაში, ყველამ ყველაფერი იცის, უბრალოდ, ეს ადამიანი ამ ნაძარცვი ფულით აფინანსებდა ტელევიზიას, პოლიტიკას და იმ კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც დღეს ქუჩაშია და რევოლუციის მოწყობის მცდელობა ჰქონდათ. შესაბამისად, საზოგადოებამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც არის, ყველაფერი იცის, ვინ არის კეზერაშვილი, საიდან მოდის, როგორ ცხოვრობს და რა აქვს გაკეთებული.

ბრილიანტების შეძენას რაც შეეხება, ეს არის დამოკიდებულება, როდესაც შენი ქვეყანა იმყოფებოდა ისეთ მძიმე მდგომარეობაში. 2008 წლის ომმა ჩვენს ქვეყანას დიდი უბედურება მოუტანა, დავკარგეთ ტერიტორიები, განადგურდა ინფრასტრუქტურა, დავკარგეთ გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ამ დროს თავდაცვის მინისტრი დაკავებულია ძვირადღირებული თვლების, ბრილიანტების შეძენით, რაც წარმოუდგენელია. ეს ქმედება პასუხს სცემს ყველა იმ კითხვას, რა კითხვებიც  ზოგადად მასზე არსებობს“,- განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მსოფლიოში გადაადგილებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შედგა: ევროპა ლიდერობს
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics