00:02 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 18:12:53, 598 ნახვა

საზოგადოება
თბილისის იუსტიციის სახლის მოხალისეებს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი  სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროგრამის  „მოხალისე" მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორის მოადგილემ გიორგი პაპავამ 100-მდე მოხალისეს სერტიფიკატები გადასცა.

დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობდნენ როგორც 14-დან 18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეები, ისე სტუდენტებიც. მათ საშუალება ჰქონდათ მოქალაქეთა მომსახურების პროცესში მოხალისედ ჩართულიყვნენ.

პროგრამა „მოხალისე“ თბილისის გარდა სხვა იუსტიციის სახლებშიც მიმდინარეობს. მისი მიზანია ახალგაზრდებში მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა. მოხალისეები გარკვეული ტრენინკურსის გავლის შემდეგ იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მოქალაქეების მიღებასა და ფოტოების გადაღებაში ეხმარებოდნენ.

"ამ პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა დიდი გამოცდილება მიიღეს. იუსტიციის სახლისა და ჩვენი ცენტრის ერთობლივი პროექტი მთლიანად მოხალისეობრივ საწყისებზე იყო დაფუძნებული და ქვეყანაში მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობდა, რაც დანაშაულის პრევენციის ცენტრის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს", - აღნიშნა გიორგი პაპავამ.

პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მოხალისეებს მადლობა გადაუხადეს იუსტიციის სახლის წარმომადგენლებმა.

ცნობისთვის, 2014-2015 წლებში პროგრამაში 1500-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics