12:35 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-11 12:15:25, 405 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - ელჩებთან შეხვედრა, EU-ის ელჩსა და დე ფაქტო საგარეო მინისტრს შორის მიუღებელი ხელის ჩამორთმევის გამო, პროტესტით დავიწყე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ელჩებთან შეხვედრაზე, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა გააპროტესტა.

ზურაბიშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამართულ სამუშაო ლანჩთან დაკავშირებით მცირე განცხდებას სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.

„რაც არ არის ნათქვამი ისაა, რომ მე შეხვედრა დავიწყე ძლიერი პროტესტით ევროკავშირის ელჩსა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მიუღებელი ხელის ჩამორთმევის გამო. ჩემი შექება ამას ვერ აანაზღაურებს“,- წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა 9 დეკემბერს გაიმართა. უწყების მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრაზე საუბარი „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტებს“ შეეხო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ამერიკელი მედიამაგნატი Vogue, The New Yorker,-ს მფლობელი დონალდ ნიუჰაუსი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics