|
2024-12-10 17:21:23, 707 ნახვა
საზოგადოება
21 წლის ალექსანდრე თირქიას ოჯახის წევრი - გაიღვიძა და რეაგირებს ყველაფერზე, რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში
გაიღვიძა და რეაგირებს ყველაფერზე, რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში,- ამის შესახებ 21 წლის ახალგაზრდის, ალექსანდრე თირქიას ოჯახის წევრი ეკა თირქია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს. ეკა თირქიას განცხადებით, ახალგაზრდის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.
შეგახსენებთ, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაშავებული 21 წლის ალექსანდრე თირქია ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. ექიმების ინფორმაციით, მას სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობა, ასევე, შუბლის წილის კონტუზიური დაზიანება აღენიშნებოდა. ექიმის განცხადებით, პაციენტს თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევებიც აღენიშნებოდა, რის გამოც ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შემდეგ ის მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)