|
2024-12-10 10:32:23, 482 ნახვა
საზოგადოება
CPJ „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე - ჩატარდეს სრული გამოძიება და პასუხისმგებელი პირები სასწრაფოდ დააკავონ
ჩატარდეს სრული გამოძიება და პასუხისმგებელი პირები სასწრაფოდ დააკავონ,- ასე ეხმაურება ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას. CPJ აღნიშნავს, რომ „TV პირველის“ რეპორტიორ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე თავდასხმა, შემაშფოთებელია.
შეგახსენებთ, 7 დეკემბერს, „TV პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს ნიღბიანი პირები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ორივე მათგანი მიღებული დაზიანებებით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)