|
2024-12-09 00:13:19, 3267 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია - მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არავითარ შემთხვევაში არ ავიდნენ ნაძვის ხის კონსტრუქციაზე, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე
თბილისის მერია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ ავიდნენ ნაძვის ხის კონსტრუქციაზე. როგორც მერია განმარტავს, პარლამენტის შენობის მიმდებარედ დადგმული ნაძვის ხის კონსტრუქციის მონტაჟი არ არის საბოლოოდ დასრულებული, სწორედ, ამიტომ ის არ არ არის უსაფრთხო. „გაცნობებთ, რომ დედაქალაქში დაწყებული წინასაახალწლო სამუშაოების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგა ნაძვის ხის კონსტრუქცია, რომლის მონტაჟიც არ არის საბოლოოდ დასრულებული და არ არის უსაფრთხო. მოვუწოდებთ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, არავითარ შემთხვევაში არ ავიდნენ აღნიშნულ კონსტრუქციაზე, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი დღეს დაიწყო და სამუშაოები კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება”, - წერია განცხადებაში, რომელსაც თბილისის მერია ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)