|
2024-12-08 16:50:50, 3022 ნახვა
საზოგადოება
მედიის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან
მედიის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსკენ მიემართებიან. მანამდე, აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ. მოქალაქეებს ადგილზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილი ჰქონდათ. აქციაზე სხვადასხვა მედიასაშუალების ოპერატორები, ფოტოგრაფები და ჟურნალისტები არიან შეკრებილი. აქციის მონაწილეები მხარდაჭერას მედიის იმ წარმომადგენლებს უცხადებენ, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე აქციებზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაშავდნენ. შეგახსენებთ, გუშინ 7 დეკემბერს, „TV პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს საპროტესტო აქციაზე ნიღბიანი პირები სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ორივე მათგანი მიღებული დაზიანებებით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)