06:53 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 15:08:31, 367 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს ოფისის გენერალურ დირექტორს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება გააცნო

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს ოფისის გენერალურ დირექტორს მიხაილ მიოლერს შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო გაეროსთან და ორგანიზაციის ჟენევის ოფისთან თანამშრომლობას.

მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. მინისტრმა გაერო-ს გენერალურ დირექტორს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. მათ ხაზი გაუსვეს არსებული კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობას.

ცნობისთვის, საქართველო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაში პირველად მონაწილეობს, როგორც საბჭოს სრულუფლებიანი წევრი. ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვიდა ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე და ასევე შეხვედრებს მართავს გაერო-ს ხელმძღვანელ პირებთან და კოლეგა მინისტრებთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics