15:16 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-07 21:11:05, 377 ნახვა

პოლიტიკა
მოქალაქეები წერენ, რომ აქციაზე მყოფებს სახლში აკითხავენ და გამოკითხვაზე მიჰყავთ

მოქალაქე მარიამ რატიანი Facebook-ში წერს, რომ სახლში შეუვარდნენ და მისი ძმა, ნიკოლოზ რატიანი წაიყვანეს, თუმცა სად მისივე თქმით, უცნობია.

ამის ამსახველი ვიდეო რატიანმა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, რომ სახლთან თავდაპირველად სამი ადამიანი არის მისული, რომელთაგან ერთ-ერთი მარიამ რატიანს ეუბნება, რომ მის ძმასთან "10 წუთით გასაუბრება სურთ" და ადგილზე "მშვიდობიანად არიან მისულები".

მოგვიანებით, ვიდეოში ჩანს კიდევ დამატებით რამდენიმე ადამიანი, მათგან ერთ-ერთს ტანსაცმელზე პოლიციის მაიდენტიფიცირებელი წარწერები აქვს. ისინი, სავარაუდოდ ორდერის ჩვენების გარეშე სახლში შედიან და ნიკოლოზ რატიანი გაჰყავთ.

"ხალხნო, მეგობრებო, ე.წ. "მშვიდობიანად" (!) შემოგვივარდნენ სახლში და წაიყვანეს ჩემი ძმა. სასწრაფოდ გვჭირდება გამოცდილი ადვოკატი. დაზუსტებით არ ვიცით, სად წაიყვანეს. გვითხრეს, გამოჰყევითო, მაგრამ არც ადგილმდებარეობა გვითხრეს სად მიჰყავდათ და არც თავად წაგვიყოლეს! არ გვითხრეს, რას ედავებიან! 10 წუთი გვინდა გასაუბრებაო." - წერს მოქალაქე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics