|
2024-12-07 15:53:27, 478 ნახვა
საზოგადოება
იოსელიანი - დაკავებულების ნაწილს აღენიშნებათ სისხლნაჟღენთები, საუბრობენ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე
დაკავებულების ნაწილს აღენიშნებათ სისხლნაჟღენთები, ასევე ისინი საუბრობენ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლეან იოსელიანმა განაცხადა. სახალხო დამცველმა თბილისში და გურჯაანში დაკავებულები, ჯამში 34 მომიტინგე მოინახულა. იოსელიანის განცხადებით, დაკავებულების დიდი ნაწილი მიუთუთებს ნივთების დაკარგვაზე. „თბილისში და გურჯაანში ერთად მოვინახულე დაახლოებით 34 ადამიანი. სამწუხაროდ, ამ ადამიანების ნაწილი მიუთითებს ისევ ფიზიკურ დაზიანებებზე, პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე, რამდენიმეს აღენიშნება სახეზე სისხლნაჟღენთები. ძალიან ბევრი მიუთითებს პირადი ნივთების დაკარგვაზე, განსაკუთრებით ტელეფონის, რომელიც მათ დაკავების დროს ჩამოართვეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან შიგნით, ახდენენ ამ ადამიანების გამოკითხვას, მათ შორის ვნახე თქვენი კოლეგა, ბექა ყორშია, დაზიანებები არ აღენიშნება, ალბათ, დანარჩენზე თავად ისაუბრებს. მინდა მოვუწოდო შსს-ს, ყურადღება მიაქციოს პირადი ნივთების, განსაკუთრებით ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტზე, და ყველა ტელეფონი, ყველა ნივთი, ომელიც ჩამოართვეს პროტესტის მონაწილებს, აუცილებლად დაუბრუნონ“,- განაცხადა იოსელიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)